ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის შეკრება დაიწყო. წინასწარ დაანონსებული ერთადერთი თემა მოსამართლეების შერჩევის საკითხია. როგორც უმრავლესობის წევრები ამბობენ, დღეს კონკრეტულად მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე არ იმსჯელებენ, თუმცა იმსჯელებენ იმ პრინციპებზე, რომოლითაც მოსამართლეების შერჩევა, წარდგენა და პარლამენტში დამტკიცება უნდა მოხდეს.სხდომას ესწრება პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი. სხდომას ესწრებიან ეკა ბესელია და ირაკლი კობახიძეც.
სხდომის დაწყებამდე ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ოთხი საკითხი: სამუშაო ჯგუფის ფორმატის ცვლილება, რომ მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე და პროცედურებზე იმსჯელონ კანონმდებლებმა და არ მოხდეს ამ პროექტის დაწერა იმ მოსამართლეების მიერ, ვისაც ინტერესთა კონფლიქტი აქვთ. შეჩერდეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა. კრიტერიუმები და პროცედურა შემუშავდეს პარლამენტში. მეოთხე საკითხი ბესელიას განცხადებით იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის საკითხია. სხდომაზე საავრაუდოდ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების
საკითხსაც განიხილავენ. უმრავლესობის წევრებს შორის დაპირისპირება, რომელიც უმრავლესობის წინა შეხვედრაზე თითქოს დარეგულირდა დღესაც იქნება განხილვის თემა, რადაგნ სწორედ წინა შეკრების შემდეგ იყო მოსამართლეთა სკანდალური კონფერენცია, მოსამართლე გვრიტიშვილის სკანდალური სატელვიზიო გამოსვლა და ეკა ბესელიას პირადი კადრების გავრცელება, რასაც მისი მწვავე შეფასებები მოჰყვა არა მხოლოდ მოსამართლეების,არამედ საკუთარი გუნდის წევრების მიმართაც.














