ქართული ოცნების სხდომა საპროტესტო აქციის და დაპირისპირების ფონზე დაიწყო

ქართული ოცნების” ოფისთან, სადაც უმრავლესობის სხდომა იწყება სამოქალაქო აქტივისტების აქცია მიმდინარეობს. ისინი სხდომაზე მისულ ოცნების წევრებს სკანდირებით შეხვდნენ.   ისინი სასტვენებით, მეგაფონებითა და საყვირებით აპროტესტებენ პარლამენტში საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩავარდნას.

დეპუტატ ლერი ხაბელოვის მისვლის შემდეგ აქციის მონაწილეებსა და მას შორის მცირე დაპირისპირება მოხდა, რომელიც რამდენიმე წუთში საპატრულო პოლიციის ჩარევით განიმუხტა.

ლერი ხაბელოვს აქციის მონაწილეები ეკითხებოდნენ, თუ რატომ ჩააგდო უმრავლესობამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.

„ქართული ოცნების“ ოფისში მისულ დეპუტატებს აქციის მონაწილეები შეძახილებით– “მონებო” – ხვდებიან.