მეტროსადგური თავისუფლების მოედანი ქართული ოცნების ზეიმის პარალელურად მგზავრებს უფასოდ ემსახურებოდა. ეს ფაქტი On.ge-ს ჟურნალისტმა დააფიქსირა, თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიაში კი დაადასტურეს.
სწორედ ეს მეტროსადგურია ყველაზე ახლოს ამავე სახელწოდების მოედანთან, სადაც ქართული ოცნება მის მიერ მიყვანილ მოქალაქეებთან ერთად აქციას მართავდა.
კომპანიაში განმარტეს, რომ მიზეზი მგზავრთა დიდი ნაკადი იყო. პრესსამსახურში ამბობენ, რომ მეტროსადგურ თავისუფლების მოედანზე მგზავრებს უფასოდ მხოლოდ რამდენიმე წუთის გამო ემსახურებოდნენ.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია სახელმწიფო კომპანიაა, რომლის შემოსავლის ერთი ნაწილი, გარდა მზგავრთა გადასახადებისა, თბილისის ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსებაა.