რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი ალექსეი პუშკოვი აცხადებს, რომ ქართველი ჟურნალისტებისგან შეტევა არაერთხელ განუცდია და ისინი ნიმუშად იღებენ აგრესიულ-ისტერიული ჟურნალისტიკის მაგალითებს. ამის შესახებ მის ტვიტერის გვერდზე ვკითხულობთ. ქართველ ჟურნალისტებს მან “ეგზალტირებული ქალბატონები” უწოდა.
“რბილად რომ ვთქვა, ქართველი ჟურნალისტები საკმაოდ ეგზალტირებული ქალბატონები არიან. არაერთხელ განმიცდია მათი ზეწოლა ჩემზე – მოსკოვშიც, ევროსაბჭოში სტრასბურგშიც. ისინი ნიმუშად აგრესიულ-ისტერიკული ჟურნალისტიკის ყველაზე ცუდ მაგალითს იღებენ. მათ ჰგონიათ, რომ პასუხი ფესვებით უნდა ამოგლიჯონ”, – წერს პუშკოვი.
სენატორ პუშკოვის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებულ კომენტარს წინ უძღოდა ჟენევაში მომხდარი ფაქტი, როცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლავროვმა ქართველ ჟურნალისტებს ავადმყოფები უწოდა.
თქვენ ავადმყოფები ხართ, გოგონებო- სერგეი ლავროვი ქართველ ჟურნალისტებს (ვიდეო)