ქართველების ისრაელში უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე 14 ადამიანი დააკავეს

ქართველების ისრაელში უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით სამართალდამცველებმა 14 ადამიანი დააკავეს.მათგან 6 პირი თელავივის, ბენ-გურიონის აეროპორტის თანამშრომელი, ერთი კი ტაქსის მძღოლია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულები დანაშაულებრივი ქსელის წევრები არიან, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეები ისრაელის ტერიტორიაზე თანხის სანაცვლოდ გადაჰყავდათ. საუბარია 10 ათას დოლარამდე თანხაზე.

გამოძიების ვერსიით, დაკავებულებს ქართველები ისრაელში ისე შეჰყავდათ, რომ აეროპორტში საპასპორტო და სატრანზიტო კონტროლს არ გადიოდნენ. ჯგუფი 2017 წლიდან მოქმედებდა.