“ქართველების ქუჩა” ლიეტუვაში-ვილნიუსში ახლადგახსნილ ქუჩას ჩვენი ქვეყნის სახელი ეწოდა

ლიეტუვაში ახლადგახსნილ  ქუჩას “ქართველების ქუჩა” ეწოდა- ამის შესახებ ლიეტუვაში საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძე სოციალურ ქსელში  წერს და შესაბამის ფოტომასალას აქვეყნებს.

2018 წლის მაისში ლიეტუვამ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და  ჩვენი ქვეყნის  დასახელება გრუზია  საქართველოთი შეიცვალა, ეს ნაბიჯი  მეგობარმა ქვეყანამ  ორი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის ასი წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში გადადგა.

“აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს აღინიშნება დამეგობრებული დედაქალაქების – თბილისისა და ვილნიუსის დამეგობრების 10 წლისთავი. ამ ღირშესანიშნავ თარიღს მიეძღვნა ანსამბლ „სულიკოს“ საჯარო კონცერტი ქ. ვილნიუსში მდებარე თბილისის სახელობის სკვერში, სადაც ვილნიუსის მაცხოვრებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ ხელოვნებას.”-წერს ხათუნა სალუქვაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.