ქართველი ბიჭი, რომელმაც უკრაინულ საბავშვო Voice-ში ჟიური აატირა

12 წლის ქართველმა ბიჭმა, ალექსანდრე ზაზარაშვილმა უკრაინულ საბავშვო Voice-ში ფურორი გამოიწვია. მან სიმღერა “All by myself” შეასრულა და ჟიურის ყველა წევრი შემოატრიალა. აცრემლებული ჟიური ბიჭის ვოკალურმა შესაძლებლობებმა აღაფრთოვანა. სცენაზე მისი ბიძაც გამოვიდა, რომელიც ბიჭუნას ჟიურისთან კომუნიკაციაში დაეხმარა, რადგან მან რუსული და უკრაინული არ იცის, სამაგიეროდ იცის ინგლისური. ჟიურიმ ალექსანდრეს დამატებით ქართული სიმღერის შესრულება მოსთხოვა, რასაც დიდი ოვაციები მოჰყვა.

ალექსანდრე ზაზარაშვილი სოფელ რუისიდან არის. დედა დიასახლისია, მამა ტაქსის მძღოლი. ოჯახში ექვსი ბავშვია.