ბარსელონაში მიტოვებული ინსტიტუტის შენობიდან 119 ადამიანი გაასახლეს. გასახლებულებს შორის 79 საქართველოს მოქალაქეა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, შენობაში 1 წლის განმავლობაში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა, შენობას დავს ასევე ქართველი კრიმინალებიც აფარებდნენ.
როგორც პოლიციაში განაცხადეს, შენობა იყო ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდების თავშესაფარი. გამოძიების მიხედვით, აღნიშნული პირები ეჭვმიტანილები არიან 70-ზე მეტი სახლის გაქურდვაში.
მიტოვებული ინსტიტუტის შენობიდან 119 ადამიანის გამოსახლებაში 200-ზე მეტი პოლიციელი მონაწილეობდა.საქართველოს 79 მოქალაქიდან 28 საიმიგრაციო კანონმდებლობის დარღვევის გამო დააპატიმრეს.
„მოხდა გამოსახლება, როგორც მოქალაქეები ამბობენ, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე. შეხვედრა მქონდა როგორც საემიგრაციო ცენტრის წარმომადგენლებთან, წითელ ჯვართან, ქალაქის მმართველობასთან, რა თქმა უნდა იქ ვიყავი, არის 11 ოჯახი მათ შორის არის 19 არასრულწლოვანი, თავის დრო როცა მოვა გამოვლენ ინტერვიუზე და გადაწყვეტს მადრიდი მისცემენ თუ არა თავშესაფარს, მანამდე მათ თავის თავს უნდა მიხედონ,“-აცხადებს საქართველოს გენერალური კონსული ბარსელონაში ქეთი გოგოლაშვილი.
აპრილში იმავე მიტოვებული ინსტიტუტის შენობაში 53 ადამიანი დააკავეს, რომელთაც „ქართველი კანონიერი ქურდების ბანდის წევრობაში ადანაშაულებდნენ“.