ქართველი “კანონიერი ქურდი” თურქეთის ციხეში შიმშილობს

ე.წ. კანონიერმა ქურდმა ლავასოღლიმ,იგივე მინდია გორაძემ თურქეთის ციხეში შიმშილობა დაიწყო.

ადვოკატის ინფორმაციით, მინდია გორაძე უკვე 2 დღეა მშრალად შიმშილობს.  ადვოკატები აცხადებენ, რომ  წინასაექსტრადიციო პატიმრობაში  მყოფი გორაძე უსამართლოდ იდევნება და პატიმრის ოჯახის წევრებსაც პრობლემებს ხელოვნურად უქმნიან.

მინდია გორაძე გასული წლის ოქტომბერში თურქეთში დააკავეს. მინდია გორაძე წინასაექსტრადიციო პატიმრობაში თურქეთის ციხეში იმყოფება,ამ დრომდე არაა გადაწყვეტილი როდის მოხდება “კანონიერი ქურდის” ექსტრადირება. როგორც ცნობილია, ლავასოღლის  საქართველოს უნდა გადმოსცენ.

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 12 აპრილს ქართულმა  სასამართლომ მინდია გორაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.