საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხალხს მშვიდობიანი ორგანიზებისკენ მოუწოდებს და აქციებს აანონსებს.
“როგორც მოსალოდნელი იყო, ივანიშვილმა ყველა გადააგდო და გააცუცურაკა. მე ერთი რამე ვიცი: მალე მოდის გიორგობის დღესასწაული, 23 ნოემბერი, ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს, გააკეთოს მშვიდობიანი მობილიზაცია. ამ რეჟიმს არანაირი ლეგიტიმაცია აღარ აქვს. ასე რომ, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ძალა ერთობაშია მეგობრებო, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოგვივა”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელსაც ფეისბუკზე აქვეყნებს.
შეგახსენებთ, დღეს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი პირველივე მოსმენით ჩააგდო. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი,რაც ხმების საკმარისი რაოდენობა არ არის.