ქართველი მებრძოლი ქალი ლიანა ჯოჯუა, UFC-ში იასპარეზებს

23 წლის ქართველი მებრძოლი ქალი ლიანა ჯოჯუა, UFC-ში იასპარეზებს. ამის შესახებ მან საკუთარ გულშემატკივრებს სოციალური ქსელის მეშვეობით აცნობა.

“UFC-სთან კონტრაქტი გავაფორმე. მადლობა ყველას, ვინც ეს შესაძლებელი გახადა. ახლო მომავალში, ცნობილი გახდება ჩემი პირველი ასპარეზობისა და პირველი ოპონენტის შესახებ”, – წერს Instagram-ის გვერდზე.

გასული წლის 22 თებერვალს, ჯოჯუამ მოსკოვში, FIGHT NIGHTS GLOBAL-ის ეგიდით გამართულ ბრძოლაში, 29 წლის რუსი მებრძოლი, მარინა მოხნატკინა დაამარცხა.

ლიანა ჯოჯუა რუსეთში ცხოვრობს და კლუბ “ახმატ”-ის წევრია, რომელიც გროზნოშია დაფუძნებული და რომლის საპატიო პრეზიდენტი რამზან კადიროვია.