ცნობილი ამერიკელი დიპლომატი და ქართველი ჟურნალისტი დაქორწინდნენ. “ამერიკის ხმის” ჟურნალისტის ია მეურმიშვილის რჩეული კურტ ვოლკერი გახდა.
ვოლკერი 54 წლისაა და მას ქართული საზოგადოებაც კარგად იცნობს.
2008–2009 წლებში იყო აშშ–ს მუდმივი წარმომადგენელი ნატოში. 2011 წლიდან მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორია. 2017 წლის ივლისიდან ვოლკერი ის აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელია უკრაინის საკითხებში.
„ყველაფერი ულამაზესი იყო, ამინდი, სტუმრები, ატმოსფერო, მუსიკა…“ – წერს ჟურნალისტი ია მეურმიშვილი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე და ნიშნობის ულამაზესი ცერემონიის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.