დღეს ანტალიის გრან პრის მეორე დღეს, ქართველმა ძიუდოისტმა ლუკა მაისურაძემ ნახევარფინალში რუსი მოწინააღმდეგე, ოლიმპიური ჩემპიონი ხასან ხალმურზაევი დაამარცხა. ხასან ხალმურზაევი რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამშების გამარჯვებულია. ლუკამ მას ვაზარით აჯობა და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი, იტალიელი კრისტიან პარლატი იქნება.
ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, საწყის ეტაპზე 81-კგ წონით კატეგორიაში მაისურაძემ ჰოლანდიელ ჯიმ ჰეიმანს 31 წამში იპონით მოუგო. ლუკამ მეორე წრის უმძიმეს ბრძოლაში, ბელგიელ მატიას კასეს დამატებით დროში ვაზარით სძლია, რის შემდეგაც უკრაინელი ბოგდან ზუსკო 2 წუთსა და 27 წამში დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მას ფრანგი ენტონი ფორტიე შეხვდა, რომელსაც ასევე იპონით სძლია.
ანტალიის გრან პრიზე საქართველო 13 ძიუდოისტითაა წარმოდგენილა. გუშინ, 5 აპრილს, 66 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ბაგრატ ნინიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ხვალ, 7 აპრილს, დასკვნით საშეჯიბრო დღეს კი, სამ წონით კატეგორიაში 5 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.