ათენის ერთ-ერთ სახელმწიფო კლინიკაში მოთავსებული ქართველი ემიგრანტი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თავის მოკვლა სცადა, გუშინ საღამოს გარდაიცვალა.
ქართველი ემიგრანტების ინფორმაციით,შუახნის ქალმა, რომელმაც მომწამვლელი ნივთიერება თვითმკვლელობის მიზნით მიიღო, საბერძნეთში 10 წელზე მეტი ცხოვრობდა.
არსებული ინფორმაციით, თვითმკვლელობის მიზეზი სოციალურ ქსელში მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელება გახდა.