ქართველმა მომღერალმა, მარიამ ჟორდანიამ უკრაინულ „ვოისში“ ჟიურის აცეკვება და აუდიტორიის სიმპათიის მოპოვება მოახერხა.
„თქვენთვის სპეციალურად ჩამოვედი, რომ გიმღეროთ. ამ პროექტში იმის საჩვენებლად მოვედი, რომ ყველაფრის მიუხედავად, ყველა ჩვენგანს შეგვიძლია ამ სცენაზე თუნდაც იმისთვის გამოსვლა, რომ უბრალოდ ვიხტუნოთ. ჩემთვის აქ თქვენ წინაშე დგომა ოცნება იყო. გახარებული ვარ, რომ ისეთი ადამიანები საუბრობენ ახლა ჩემ შესახებ, როგორებიც თქვენ ხართ. ამ მომენტით დავტკბები“, განაცხადა მარიამ ჟორდანიამ მას შემდეგ როცა ჟიური დაინტერესდა თუ ვინ იყო. მარიამმა ცნობილი სიმღერა Son Of A Preacher Man შეასრულა.