ერთმა ქართველმა პოლონელს ქურთუკი მოპარა, მეორემ სიგარეტს გაუკიდა, მესამე ღვედს არ იკეთებდა – ერთ-ერთმა მგზავრმა ლევან მაისურაძემ „მოგზაურთა კლუბში“ ისტორია დაწერა.
მაისურაძის თქმით, შემთხვევა ვარშავა-ქუთაისის რეისზე მოხდა.
„დღეს ვარშავა-ქუთაისის რეისზე რა მოხდა გინდათ გითხრათ ? ქართველმა პოლონელს ქურთუკი მოპარა და ბორტგამცილებელმა ამოუღო ჩანთიდან. მერე დავხვდათ პოლიცია ტრაპთან და წააცუნცულეს. მეორემ ბორტზე დაიწყო სიგარეტის გაკიდება, მესამე – ღვედს არ იკეთებდა და იქ უნდა ყოფილიყავით. God save America“, – წერს ლევან მაისურაძე.