ქედაში 24 წლის გოგონა კლდიდან ხრამში გადავარდა

ქედის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას 24 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას tv 25 ავრცელებს. 

არსებული ინფორმაციით, სოფელ ვაიოში სტუმრად მყოფ გოგონას სეირნობისას კლდეზე ფეხი დაუცდა და ხრამში გადავარდა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.