ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა

ქედაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ბათუმისა და ქედის კლინიკებში გადაჰყავს.

13 დაშავებულს ქედის კლინიკაში ამბოლატორიული დახმარება უტარდებათ, ხოლო 2 დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ, დამატებითი კვლევებისთვის.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევა ქედის მუნიციპალიტეტში მოხდა, ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. ადგილზე სამაშველო სამსახური და სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.