სოფელ ზვარეში ჩამოწოლილი ლოდი მუხის ხემ შეაჩერა და იქვე მდებარე საცხოვრებელი სახლები დაზიანებას საფრთხეს აარიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ქედის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
შემთხვევის ადგილზე მერიის წარმომადგენლებთან ერთად, იმყოფება ქედის საგანგებო სამსახურის სპეციალური ჯგუფი და მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარება.