ქედის მერიის თანამშრომელი ტარიელ თურმანიძე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს – ამის შესახებ „აჭარის ტელევიზიას“ ადვოკატმა განუცხადა.
მერიის თანამშრომლის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს გამოძიება ქრთამის აღებას ედავება. რამინ პაპიძის განმარტებით, ის ბრალდებულს მხოლოდ რამდენიმე წუთით შეხვდა, შემდეგ კი დაკავებული თბილისში გადაიყვანეს.
ქედის მერიის ზედამხედველობის სამსახური უფროსი სპეციალისტი, სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს.