“დღეს უკვე ნათელი გახდა, რომ ოცნების ხელისუფლება დაადგა ზუსტად იმ გზას – მფლობელების ცვლილებით კვალის აბნევის –რაც თავის დროზე გააკეთა ნაციონალურმა მოძრაობამ.“ – აცხადებს რუსთავი2–ის ყოფილი მფლობელი დავით დვალი ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავი2–ის გაყიდვის გადაწყვეტილების კომენტირებისას. დვალი ამბობს, რომ ეს ინფორმაცია ჭორის დონეზე აქამდეც სმენია, თუმცა უკვე რეალურად დადასტურდა.
“დარწმუნებული ვარ ამაში, მაგრამ თუ თეორიულად არის შანსი რომ ეს ასე არ არის, გაკოტრების სქემაც არ შეიძლება რომ გამოვრიცხოთ. უბრალოდ გაკოტრება არის ბოლო, რაზეც ხელისუფლება წავა რუსთავი2 თან დაკავშირებით. არ უნდა აწყობდეს ხელისუფლებას ეს, რადგან მაშინ სხვა, დაანონსებულ ტელევიზიებს უჩნდებათ შანსი რომ ეს აუდიტორია წაიყვანონ.
ძალიან ცუდი როლის შესრულება უწევს ქიბარ ხალვაშს უკვე მეორედ ამ ტელევიზიასთან დაკავშირებით. ქიბარ ხალვაში უკვე მეორედ მონაწილეობს ამ ტელევიზიის განადგურებაში.“– ამბობს დვალი.
ქიბარ ხალვაშმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომ რუსთავი2–ს ყიდის, რადგან კომპანიას 70 მილიონამდე დავალიანება აქვს.