ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა საჯარო რეესტრს რუსთავი 2-ის მენეჯმენტის ცვლილების მოთხოვნით მიმართა

 

ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ საჯარო რეესტრში განცხადება დაარეგისტრირა და სასწრაფო წესით მოითხოვა, არხის დამფუძნებლებისა და მენეჯმენტის შეცვლა.

სავარაუდოდ,  პაატა სალია „რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორის უფლებამოსილების შესრულებას 2 დღეში შეუდგება.

სალიამ საჯარო რეესტრში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება წარადგინა.