„რუსთავი 2-ის” ახალი მფლობელი ქიბარ ხალვაში ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში საკუთარი ხელმოწერის ნიმუშის დასატოვებლად მივიდა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ ვის დანიშნავს აპირებს “რუსთავი 2-ში” მედია მენეჯერად, ხალვაშმა უპასუხა, რომ მეზობელს დანიშნავს.
“მეზობელი უნდა დავნიშნო, ჩემი, გერმანიაში ჩემი მეზობელი,” – ამბობს ხალვაში.
ქიბარ ხალვაშმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მას არხის საბჭოს შექმნა არაფერში სჭირდება.
“ულტიმატუმს რომ დააყენებთ, კაპრიზია ეს ყველაფერი. რაში მჭირდება ბორდი, ამიხსენით, რამეში მომეხმარება?! რა უნდა გამიკეთოს ბორდმა. სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიები ხომ მოგეცით არა?,” – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.