ქიბარ ხალვაშსა და “რუსთავი 2-ის” დამფუძნებლებს შორის შეხვედრა სავარაუდოდ, დღეს შედგება

„რუსთავი 2“-ის ახალი მფლობელი  ქიბარ ხალვაში  ტელეკომპანიის დამფუძნებლებს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძესსავარაუდოდ,  დღეს შეხვდება.  

შეხვედრა გუშინ უნდა გამართულიყო, თუმცა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, შეხვედრა დღეისთვის გადაიდო.

შეხვედრის ზუსტი  დრო და ადგილი ჯერჯერობით უცნობია.