ქობულეთის მერმა სანდასუფთავების სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
მირიან ქათამაძის გადაწყვეტილება TV 25-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტს მოჰყვა, სადაც ნეპოტიზმსა და 15 პირის ფიქტიურად დასაქმებაზე იყო საუბარი. გათავისუფლების მიზეზად ქათამაძემ ჟურნალისტთან არაკორექტული საუბარი დაასახელა.
ასევე თქვა, რომ შეისწავლიან ყველა შრომით ხელშეკრულებას, რომელიც შპს „ქობულეთის სანდასუფთავებას“ თანამშრომლებთან აქვს გაფორმებული.
სიუჟეტში ჟურნალისტმა შეკითხვით დასუფთავების სამსახურის უფროსს მიმართა, რომელმაც საკუთარი ნათესავის დასაქმება არ უარყო.
“რას ხედავ ნეპოტიზმს, ვინმეს ხარჯზე დავასაქმე? არა შენს ცოლის ძმას ხო არ დავნიშნავდი აბა, დავნიშნე დიახ, მოვედი შევხედე ადგილები ცარიელი და მოვიყვანე ცოლის ძმა და დავნიშნე, რა არის ამაში ცუდი?”- განაცხადა ობულეთის დასუფთავების სამსახურის უფროსმა სულიკო ბლადაძემ.
სულიკო ბლადაძე სანდასუფთავების უფროსად 2017 წლის იანვარში დაინიშნა.