ქობულეთის საავადმყოფოს საკანალიზაციო მილში გაჭედილი ემბრიონი იპოვეს

ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოს საკანალიზაციო მილში  ემბრიონი იპოვეს. ამის შესახებ პოლიციას საავადმყოფოს ადმინისტრაციამ შეატყობინა.

ემბრიონი მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც საავადმყოფოში  საკანალიზაციო მილი გაიჭედა და კლინიკამ შესაბამისი სამსახური გამოიძახა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.