ტვ 25-ის ინფორმაციით, სულიკო ბლადაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
საქართველოს პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით დაიწყო, სახელმწიფო თანხების გაფლანგვას გულისხმობს.
სულიკო ბლადაძე სამსახურიდან ქობულეთის მერმა ცოტა ხნის წინ მედიასთან არაკორექტული ურთიერთობის მიზეზით გაათავისუფლა.
შეგახსენებთ ბლადაძემ ტვ 25-თან კომენტარი ნეპოტიზმზე გააკეთა. ჟურნალისტის კითხვაზე დაასაქმა თუ არა მან თავისი ცოლის ძმა, ბლადაძემ უპასუხა, რომ დაასაქმა და ამაში პრობლემას ვერ ხედავს.