ქობულეთში, 27 წლის ახალგაზრდამ თვითდაზიანება მიიყენა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა და ამჟამად პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. როგორც ექიმი ამბობს, პაციენტი კისრის არეში ჭრილობით მიიყვანეს, რომელიც პასიურად კონტაქტური იყო. ახალგაზრდა კაცს ჭრილობა დაუმუშავდა და გაიკერა.
როგორც 27 წლის ახალგაზრდა კაცის მეზობლები ამბობენ, ის ყელის არეში ჭრილობით საკუთარ საცხოვრებელ სახლის ოთახში ოჯახის წევრმა იპოვა, სხვა დეტალბი ჯერ-ჯერობით უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, დაიწყო რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.