ქობულეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მოსწავლეების მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია. დაშავებულებს სამედიცინო კვლევები ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში უტარდებათ.
აჭარის ავტონომიური რეპუბლიკის განათლების მინისტრის მაია ხაჯიშვილის განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სასწავლო პროცესი დასრულებული იყო.
ქობულეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, ორი მე-12 კლასელის სიცოცხლე ემსხვერპლა. სოფელ ქობულეთიდან, ქობულეთის მიმართულებით მოძრავი “ოპელის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით მიმდინარეობს.