ქობულეთში მაღაზიიდან შესაწირი ყუთი მოიპარეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავში გვიან ღამით  მაღაზია გაქურდეს. სოფელი ტაძრის მშენებლობისთვის თანხას აგროვებდა, შესაწირი ყუთი კი მაღაზიაში იყო განთავსებული, რომელიც მძარცველებმა წაიღეს. შესაწირ ყუთში დაახლოებით 700 ლარი იყო, ქურდებმა ასევე საკვები პრუდუქტებიც წაიღეს. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.