ქობულეთში პარაშუტით 2 ადამიანი სანაპიორზე ჩამოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ “ბათუმელები” წერს. პარაშუტი რომელზეც 2 ადამიანი იყო ჩაბმული ზღვაზე უნდა დაშვებულიყო თუმცა გაუმართაობის გამო სანაპიორზე განათების ბოძს გამოედო რის შემდეგაც ჩამოვარდა. ინციდენტი 7 ივლისს მოხდა თუმცა სამაშველო სამსახურში ამის შესახებ შეტყობინება არ შესულა. პარაშუტის ჩამოვარდნის შედეგად ორი ქალი დაშავდა, რის შემდეგაც ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორივე მათგანი თბილისელია.
შსს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 275-ე მუხლით, რომელიც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობისა და უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.