„ქრისტე აღდგა მეგობრებო, საჭირო იყო ეს განსაცდელი“- ნანა კოსტავა ფეისბუქზე დაბრუნდა


ქუთაისის საკრებულოს წევრი, ნანა კოსტავა სოციალურ ქსელში ისევ გამოჩნდა. მისი სტატუსიდან ირკვევა, რომ  ბოლო პერიოდში მის ირგვლივ არსებული აჟიოტაჟი გაანალიზა. 

კოსტავა აცხადებს, რომ განსაცდელი, რომელიც მას თავს დაატყდა, ნამდვილი მეგობრების დანახვაში დაეხმარა.

ნანა კოსტავას ფეისბუქის გვერდი გაუქმებული ჰქონდა, თუმცა რამდენიმე წუთის წინ მან საკუთარი ანგარიში  აღადგინა და მორიგი სტატუსი დაწერა.

„ქრისტე აღსდგა მეგობრებო, საჭირო იყო ეს განსაცდელი, ნამდვილი მეგობრების აღმოსაჩენად, ბევრ რამეზე დავფიქრდი, ბევრ რამეს მივხვდი, ბევრი რამე გავაანალიზე“- წერს კოსტავა სოციალურ ქსელში.

ნანა კოსტავა ქუთაისის საკრებულოს დეპუტატია და  საზოგადოების ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც მან  სოციალურ ქსელში  სიძულვილის ენის შემცველი განცხადება გააკეთა.

საზოგადოების უარყოფითი რეაქციების მიუხედავად, მან საკრებულოს მანდატის დატოვებაზე უარი განაცხადა. მისი გადადგომის მოთხოვნით ქუთაისში რამდენიმე აქცია გაიმართა.