ქრთამის აღების ბრალდებით სურსათის სააგენტოს აჭარის სამმართველოს უფროსი დააკავეს

ქრთამის აღების ბრალდებით სურსათის ეროვნული სააგენტოს მაღალჩინოსანი დააკავეს. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ილია ს. დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ილია ს-მ საქართველოს ფარგლებს გარეთ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გასაყვანად საჭირო ვეტერინარული სერთიფიკატის გაცემისთვის ბიზნესმენს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 3300 ლარი.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.