ქუჩები,სადაც 18 და 24-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს

თბილისში სამ ქუჩაზე 18 და 24-მეტრიანი ავტობუსები მოძრავებს. ესენია ჭავჭავაძის გამზირი, ვეკუას  და ხიზანიშვილის ქუჩა. 

დედაქალაქში 18 და 24-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანის საჭიროებაზე კომპანია „სისტრას“ კვლევის წინასწარ ინფორმაციაშია საუბარი. სწორედ ამ კვლევებშია დასახელებული ეს  სამი ქუჩა,სადაც  ახალი დიდი ავტობუსები იმოძრავებს. 

მერიამ ამ ქუჩების რეაბილიტაციისთვის სმაუსაოების დაწყება უკვე დააანონსა,  მაისის ბოლოს იგეგმება ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება.

„ჭავჭავაძის გამზირის, ო. ხიზანიშვილისა და ი. ვეკუას ქუჩების ხელახალი დაგეგმვა უნდა მოხდეს ე. წ. ,,სრული ქუჩის“ (complete street) პრინციპით, როდესაც ქუჩის რესურსის გადანაწილება ხდება მდგრადი ტრანსპორტის მოთხოვნების შესაბამისად, სამართლიანად გადაადგილების ყველა სახეობას შორის. ამ პრიორიტეტების შესაბამისად, საჭიროა გაუმჯობესდეს საქვეითო ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოება და კომფორტი, მათ შორის უსაფრთხო საქვეითო გადასასვლელების გათვალისწინებით. საჭიროა, მოეწყოს უსაფრთხო და კომფორტული ველობილიკი, გამოიყოს ავტობუსის განცალკევებული სამოძრაო ზოლები.

მნიშვნელოვანია, აღნიშნული პრიორიტეტიზაციის გათვალისწინებით, თითოეული გადაადგილებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილების შერჩევა და გადაადგილების სახეობების შორის კონფლიქტისა და უარყოფითი ზეგავლენის მაქსიმალური შემცირება. გადაწყვეტები უნდა მოიცავდეს სხვადასხვა შესაძლო სცენარებს და მათ შეფასებას.

ყველა გადაწყვეტა უნდა ითვალისწინებდეს გამზირზე/ქუჩებზე მოწყობილი ინფრასტრუქტურის სამომავლო გაგრძელების შესაძლებლობებს – ველობილიკის და ავტობუსის განცალკევებული ზოლების და სამოძრაო ზოლების გაგრძელებას მიმდებარე ქუჩების/გამზირების მიმართულებით,“-აღნიშნულია გეგმაში.