ზაქარია ქუცნაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
შეგახსენებთ, რომ ქუცნაშვილი 20 ივნისს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა, რომელშიც რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვიც იყო.
20 ივნისის მოვლენების შემდეგ, ქუცნაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თხოვნით მიმართა.