გიორგი ვაშაძე კახა კალაძის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს არის და ამომრჩევლის დაცინვა.
მისი თქმით, განვითარებული მოვლენების შემდეგ, მმართველი პარტიიდან ასეთი განცხადების გაკეთებას არ ელოდა.
„დაცინვა, არასერიოზულობაა. რაღაც ესეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ „ქურდული სამყაროსავით“ დავლაგდეთ ბიჭებო, სად დავაყენებთ მაჟორიტარს ჩვენ და სად თქვენ, ცოტა ვერ არიან მე მგონი. ამ განცხადებას ნამდვილად არ ველოდი. ეტყობა კომოს ტბის მასაჟებმა მის ტვინზე ასე იმოქმედა, ან შეიძლება ერთი ორი სული ქურდიც იყო იმ კომოს ტბაზე, ვისთან ერთადაც მსჯელობდა ამ ყველაფერზე“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ კახა კალაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ 2020 წლისთვის არაფერი შეიცვლება და დარჩება შერეული საარჩევნო სისტემა. მან ასევე განაცხადა, რომ არჩევნებში კანდიდატებს არ დააყენებენ იქ, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების რეალური შანსი.