ქუთაისიდან თბილისში ჩამოსული ტაქსის მძღოლი 200 ლარით დააჯარიმეს

ქუთაისიდან თბილისში ჩასული მძღოლი 200 ლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ „გირჩის“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი თემურ ცამცისვილი სოციალურ ქსელში წერს.

დაჯარიმების მიზეზი ტაქსის ლიცენზიის უქონლობა გახდა. აღნიშნული ლიცენზია კი თბილისზე ვრცელდება.

„თბილისში წაიყვანა კლიენტი 150 ლარად, 50 – ს დაამატებს და შეიტანს ბიუჯეტში. კახის რეფორმები“, – წერს თემურ ცამციშვილი.

ცამციშვილის თქმით, ტაქსის მძღოლს არ ჰქონდა ამ რეგულაციის შესახებ ინფორმაცია.