ქუთაისის მერია საახალწლო განათების შეძენის ნაცვლად აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს დააფინანსებს

{{ARTICLEIMAGE}}
ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების ერთ-ერთ დღის ცენტრს, ბენეფიციართა თერაპიის სრული კურსი საახალწლო განათების ხარჯის დაზოგვის შედეგად დაუფინანსდება.

ამის შესახებ მერის “ფეისბუქგვერდზე” გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია. ამავე ინფორმაციის მიხედვით, “დაფინანსების საერთო ბიუჯეტი 30 000 ლარია. ქალაქის საახალწლო განათებისთვის 110 000 ლარი იყო გამოყოფილი, აქედან მერიამ ახალი განათებების შეძენაზე უარი თქვა, რამაც გააჩინა შესაძლებლობა, აღნიშნული 30 ათასი ლარი დაზოგილიყო”.