ქუთაისის მერიას 31 დეკემბრის ღონისძიებები 47 755 ლარი უჯდება. მერიის ბრძანების მიხედვით, კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და მოწვეული მუსიკოსები და მუსიკალურ-იუმორისტული პროექტი ,,ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად”. მათი მოწვევისთვის ბიუჯეტიდან თანხა გამარტივებული შესყიდვის წესით გამოიყო.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ:
ნიკა ბიწაძე – თანხა : 500 ლარი
ზაზა ფანჩულიძე – 500 ლარი
მუსიკალური ჯგუფი ოჩოს ქოხი – 5102 ლარი
ჯიმო აბესაძე (პროექტის ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად ხელმძღვანელი)- 35 ათასი ლარი
გელა გნოლიძე -7653 ლარი
ფოტო: “ქუთაისი პოსტი”