ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლაში, დაწყებითი კლასის ორმა მოსწავლემ თანაკლასელს სცემა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას EDU.ARIS.GE ავრცელებს. შემთხვევა გუშინ მოხდა. თვითმხილველების თქმით, მე-5 კლასელებმა მოსწავლე კიბიდან გადააგდეს.
სკოლის დირექტორი მურად ჯიშკარიანი ჩხუბის ფაქტს არ ადასტურებს და ამბობს, რომ მისი ინფორმაციით მოსწავლეები უბრალოდ ერთმანეთს შეეჯახნენ.
„შემთხვევა გუშინ მოხდა. ორი მე-5 კლასელი გოგო ერთმანეთს კიბეზე შეეჯახა. ერთ-ერთი წაიქცა და ის გადავიყვანეთ საავადმყოფოში, არანაირი დზიანება არ აღენიშნებოდა და მალევე გაწერეს. დავიბარეთ მშობლები. მანდატურის სამსახური მოიკვლევს, იყო რაიმე მიზეზი თუ უფრო შემთხვევითობაა“, – განაცხადა ჯიშკარიანმა EDU.ARIS.GE-სთან.