ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი 39 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი 39 წლის ასაკში, ნიუ-იორკში, საცხოვრებელ სახლში გარდაიცვალა.გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

მიქიაშვილი ქუთაისის მერის მოადგილედ 2015 წელს დაინიშნა და თანამდებობას 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე იკავებდა. ბოლო ერთი წელი ნოდარ მიქიაშვილი ამერიკაში მოღვაწეობდა.