ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 პირი გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქუთაისში ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. შემთხვევა ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე ცოტა ხნის მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტომობილი მოცურდა და გაჩერებულ ავტომობილებს შეეჯახა.

ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და საპატრულო ეკიპაჟები იმყოფება. ექიმის ინფორმაციით, დაშავებულები ახალგაზრდები არიან, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა მძიმეა. ფაქტზე მიმდინარებს გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით.