ქუთაისში დაკარგული არასრულწლოვანი გოგონა იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ, გოგონას მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.მათი თქმით, გოგონა თავს კარგად გრძნობს.
შეგახსენებთ, გოგონა თითქმის სამი საათის განმავლობაში დაკარგული იყო. მან საკუთარ ფეისბუქზე გამოსამშვიდობებელი წერილი დატოვა და სახლიდან გაურკვეველი მიმართულებით გავიდა. მის ძებნაში ჩართული იყო საპატრულო პოლიცია.