ქუთაისში მაშველებმა 11 წლის ბიჭი გადაარჩინეს

ქუთაისიში  მეხანძრე-მაშველებმა მდინარე რიონიდან 11 წლის ბიჭი უვნებლად გამოიყვანეს.

არასრულწლოვანი მდინარეში წყლის მოულოდნელი მოვარდნის გამო, ხელოვნურად წარმოქმნილ კუნძულზე შემორჩა და ნაპირზე დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ქუთაისის 1 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.