გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა ქუთაისში “ქართული ოცნების” ოფისი დააბოქლომეს.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, რადგან დაბოქლომებას ხმაური და მხარეებს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა.
“ოცნების” ოფისს ბოქლომი დავადეთ სიმბოლურად, რადგან დღეს გაირკვა, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება აბოქლომებს პარლამენტის შენობას ქუთაისში.
მას სურს წავიდეთ ქვეყნიდან,”-აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი ანდრო მაღლაკელიძე.
დაბოქლომების ფაქტს გამოეხმაურნენ “ქართულ ოცნებაში”.
საკრებულოს ფრაქცია “ქართ ოცნების” თავმჯდომარის მარეხ ნიჟარაძის განცხადებით, ხელბოკრკილები თავის დროზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრებისთვის უნდა დაედოთ და ბოქლომი დღეს საჭირო აღარ იქნებოდა.