ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის საკლასო ოთახში ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევა გაკვეთილების მიმდინარეობისას მოხდა. საკლასო ოთახში პირველკლასელები იმყოფებოდნენ.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.სკოლის რეაბილიტაცია 2016 წელს დასრულდა, თუმცა პედაგოგები ამბობენ, რომ პრობლემები შენობაში სწორედ სარემონტო სამუშაოების შემდეგ გაუარესდა. როგორც ცნობილი გახდა, ეს არ იყო ჭერის ჩამონგრევის პირველი შემთხვევა, ქუთაისის მეორე სკოლაში ჭერის ჩამოშლის ფაქტი უკვე მეოთხედ დაფიქსირდა.