ქუთაისში „საქართველოს ბანკი“ იწვის

ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ოფისში ხანძარია. ბანკიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავდა.

ცეცხლის ჩასაქრობად ადგილზე 25 მეხანძრე მუშაობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.