ქუთაისში სტიქიამ 60-ზე მეტი ოჯახი დააზარალა

სტიქიამ ქუთაისში 60-ზე მეტი ოჯახი დააზარალა. განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა მდინარე ოღასკურის მიმდებარე ტერიტორიაზე. უხვი ნალექის გამო, მდინარე ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. შეფერხებულია სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.

საგანგებო სიტუაციების სამსახური მობილიზებულია და დაიწყეს სტიქიის ზონებში მოსახლეობის დახმარება.

ამ წუთებში ქუთაისის მერიაში საგანგებო შტაბი იქმნება.