სტიქიამ ქუთაისს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. ამ დროისთვის ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ზარალს საგანგებო შტაბი ითვლის. . ბოლო მონაცემებით, ქუთაისიდან საგანგებო სიტუაციების სამსახურში ასზე მეტი გამოძახება შევიდა. დაიტბორა სახლები, ცენტრალური საავდმყოფოს სარდაფი, სასტუმროები და სხვა ობიექტები.
შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ მერიის შესაბამისი სამსახურები. ამ დროისათვისაც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
„შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს დათვლის. უხვმა ნალექმა ქალაქს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. წყლით ძირითადად, სარდაფები და პირველი სართულები დაიტბორა. საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის ყველა სამსახური. თანამშრომლები ადგილზე გადიან ყველგან, სადაც ცხელი ხაზით ფიქსირდება გამოძახება. მოგვიანებით დაიწყება ზარალის დათვლა. მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დროულად მოხდეს დაზარალებული ოჯახების დახმარება, წყლის ამოტუმბვა სახლებიდან და სარდაფებიდან,”-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.