“ქვეყანაში საკმაოდ კარგი ეკონომიკური მაჩვენებელია” -კობა გვენეტაძე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე NDI-ის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, გამოკითხულთა 63% მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია.

მისი თქმით, აღნიშნული კვლევის მიუხედავად, ქვეყანაში საკმაოდ კარგი ეკონომიკური მაჩვენებელია.

„თუ შევხედავთ ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში, ვფიქრობ, რომ არის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი. მოდით არ დაგვავიწყდეს, რომ საკმაოდ რთულ პერიოდში ვცხოვრობთ. ზოგადად გლობალური ეკონომიკა არის რისკის ქვეშ, რომ ზრდა იმაზე დაბალი იყოს ვიდრე პროგნოზირებული იყო, იგივე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ. რა თქმა უნდა, გლობალური ეკონომიკის საკითხები და პრობლემები გადაეცემა რეგიონულ ეკონომიკას და შემდეგ ქვეყნებსაც, ასე რომ, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მთავარია გაიზარდოს ქვეყნის მდგრადობა სხვადასხვა შოკების მიმართ, რაც საქართველოში დღეს სახეზეა, თუნდაც ის საგარეო შოკი, რაც ქვეყანამ ივნისში გაიარა და ამის მიუხედავად, ჯერჯერობით ზრდა კარგ მაჩვენებელზე ნარჩუნდება. ეს იმის მაჩვენებელია, რომ სწორი მაკროეკონომიკირი პოლიტიკა კიდევ უფრო გააძლიერებს მდგრადობას შოკების მიმართ”, – განაცხადა გვენეტაძემ.